css-სტილების იდენტიფიკატორი და კლასი
სტილის მინიჭება ზოგადი ტეგის საშუალებით. მაგ; ყველა h3-ს მინიჭებული აქვს ფონტის ზომა 30 პიქსელი და შერჩეული ფერი. მაგრამ ეს სტილი ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რამდენიმე h3-ისთვის კლასის საშუალებით. class="feri" არის კლასი, სადაც შრიფტის სხვა ზომა და ფერია ჩასმული. ყველა იმ h3-ს, რომელსაც HTML კოდში ჩასმული აქვს შესაბამისი კლასი ექნება მოცემული სტილი. თუ ჩვენ გვინდა ერთი h3-ი გამოირჩეოდეს ყველა დანარჩენისგან განსაკუთრებული სტილით, მაშინ მას გამოვყოფთ იდენტიფიკატორის საშუალებით და ვანიჭებთ განსხვავებულ სტილს. ჩვენ მაგალითში id="button"-ს სრულიად სხვა თვისებები აქვს. (ორი ერთნაირი სახელის იდენტიფიკატორის დარქმევა არ შეიძლება).
HTML კოდის ფრაგმენტი:
HTML კოდის ფრაგმენტი:

Hello students

Hello students

Hello students

Hello students

Hello students

Hello students

Hello students

Hello students

და css-სტილის კოდი:h3{
font-size: 30px;
color: #1C14FF;
background-color: #B2F0A9;

#button{
width:300px;
margin:20px auto;
background-color: blue;
border:2px solid red;
border-radius:20px;
color: #fff;
padding:15px;
font-size:12px;
text-align:center;
text-transform: uppercase;
cursor:pointer;
transition: all 0.5s;

#button:hover{
background-color: #fff;
color: blue;
padding:10px;
width:200px;
font-size:20px;

.feri{
color:#DB3F2B;
font-size: 15px;;

ყურადღება მიაქციეთ, რომ css ფაილში კლასი წერტილით აღინიშნება, ხოლო იდენტიფიკატორი დიეზით(#).