ბმულები

საიტი წარმოუდგენელია სხვადასხვა გვერდებზე გადასასვლელი მენიუს და სხვა საიტებზე გადამისამართების გარეშე. სწორედ ამას ემსახურება ჰიპერ-ბმულები. კოდი შემდეგნაირად გამოიყურება
<a href="" title="" target="" >ტექსტი </a>, სადაც href="" -ში უნდა ჩავსვათ გვერდის მისამართი, title="" -ში სასურველი სახელი, target="" -ში კი იმის მიხედვით თუ სად გვინდა გაიხსნას ახალი გვერდი, იქვე თუ ახალ ფანჯარაში. თუ იქვე - არაფერს არ ვწერთ, თუ ახალ ფანჯარაში, მაშინ ვწერთ _blank. მაგალითი:
 <a href="http://gess.dsl.ge/" title="ჩვენი საიტი" target="_blank" >სასწავლო საიტი </a>  გადაგვამისამართებს ჩვენს საიტზე ახალ ფანჯარაში.
თუ ჩვენ ძირითად ფოლდერში შევქმნით სხვა .html გვერდს და მის მის სახელს ჩავწერთ href="" -ში, გადავალთ იმ ახალ გვერდზე. მაგალითი:
 <a href="page2.html" title="მეორე გვერდი" target="" >გადადი მეორე გვერდზე </a> .
 

   გარდა ზემოთ მოყვანილი გადამისამართების მაგალითისა, არსებობს ბმულების სხვა ვარიანტებიც:
ფოსტის გაგზავნა  <a href="mailto:info@mail.com">E-mail</a> 
ფაილის გადმოწერა <a href="files/prog.rar"  target="_blank" >გადმოწერე ფაილი </a> 
ღუზაზე მიბმა   <a href="#header">Up to top</a>
ამ მაგალითებს მოგვიანებით განვიხილავთ. 

ქვემოთ არის ორი გვერდის კოდის ნიმუში:
index.html და video.html
<!DOCTYPE HTML>
<html>
    <header>
        <meta charset="utf-8">
        <meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1, shrink-to-fit=no">
        <title>მთავარი გვერდი</title>
        <link  href="style.css" type="text/css" rel="stylesheet" />
    </header>
    <body>
    
        <p><a href="video.html" >ვიდეოს გვერდი</a></p>
        <p><a href="video.html" ><img src="images/button.png"></a></p>
        <p><a href="http://iremadze.0fees.us/" target="_blank">ირემაძე</a></p>
        <h1>რა არის Lorem Ipsum?</h1>
        <p>
Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული</p>
        
        <p><a href="https://ka.lipsum.com/" target="_blank">Lorem Ipsum გვერდი</a></p>
    </body>
</html>


<!DOCTYPE HTML>
<html>
    <header>
        <meta charset="utf-8">
        <meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1, shrink-to-fit=no">
        <title>ვიდეოს გვერდი</title>
        <link  href="style.css" type="text/css" rel="stylesheet" />
    </header>
    <body>
    
        <center>
        
            <h2>იუტუბის ვიდეოს გამოყვანა საიტზე</h2>
        
            <p><a href="index.html" >მთავარი გვერდი</a></p>
                
            <iframe width="852" height="480"
            src="https://www.youtube.com/embed/qHXQvdpH7W0"
            frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen>
            </iframe>
            
            
        </center>
    </body>
</html>