საიტის მთავარი გვერდი
საიტის შესაქმნელად პირველ რიგში უნდა გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ რედაქტორი NotePad++ შემდეგ შევქმნათ რაიმე ფოლდერი. მაგ; MYSITE. გავუშვათ ეს რედაქტორი და ახალ დოკუმენტში ჩავაკოპიროთ ქვემოთ მოცემული კოდი. შემდეგ ეს ფაილი შევინახოთ ჩვენს მიერ შექმნილ ფოლდერში სახელით index.html განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ფაილის გაფართოებას "html"-ს. სწორი გაფართოების მისაღებად შენახვის მომენტში ფაილის ტიპი უნდა ავირჩიოთ html, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არასწორ გაფართოებას და ფაილი არ გაეშვება ბრაუზერის საშუალებით. ( ტიპიური შეცდომაა: index.html.txt ანუ რეალური გაფართოება არის "txt"-ი.)
ამ სურათზე ნაჩვენებია შენახვის მომენტი
<!DOCTYPE HTML>
<html>
<header>
<meta charset="utf-8">
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1, shrink-to-fit=no">
<title>სასწავლო საიტი</title>
<link href="style.css" type="text/css" rel="stylesheet" />
</header>
<body>
<h1>ეს პირველი რიგის სათაურია</h1>
<h2>ეს მეორე რიგის სათაურია</h2>
<h6>ეს მეექვსე რიგის სათაურია</h6>
<p>ეს საიტის ტექსტია აბზაცში...1</p><p>ეს საიტის ტექსტია...2</p><p>ეს საიტის ტექსტია...3</p>
<span>ტექსტი-1 სპანშია </span><span> ტექსტი-2 სპანშია</span>
<p>ეს საიტის ტექსტია...4</p>
<hr/>
<!-- ეს კომენტარია, რომელიც საიტზე არ გამოჩნდება -->
<img src="sur1.jpg" alt="ლაილა">
<br/><br/><br/><br/><br/>
</body>
</html>
თუ ყველაფერი სწორად გავაკეთედ, index.html-ზე ორჯერ დაკლიკებით გაიხსნება ბრაუზერი და ეკრანზე გამოჩნდება მხოლოდ ტექსტი.ამ სურათზე ნაჩვენებია შენახვის მომენტი