განვიხილოთ CSS თვისება float, რომლითაც შესაძლებელი ხდება საიტის სტრუქტურის შექმნა ბლოკების საშუალებით.
მანამდე შეგახსენებთ, რომ ბრაუზერი html კოდებს კითხულობს ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. ის განსაზღვრავს თითოეული ელემენტის სტილს და წარმოაჩენს ვიზუალურად. როგორც ვიცით ბლოკები განლაგებულია თანმიმდევრულად, ერთმანეთის ქვემოთ, მიუხედავად მათი ზომებისა. ანუ თუ ბლოკის სიგანე მცირეა, მის გვერდით მაინც ვერ განთავსდება სხვა ბლოკი, რადგან მას მთელ სიგანეზე დაკავებული აქვს სივრცე.
რომელიმე ბლოკისთვის float-ის მინიჭებით ის (ბლოკი), თითქოს ამოვარდება სიბრტყიდან, აიწევს მაღლა სივრცეში და მის ადგილზე შეცურდება ქვემოთ მდებარე ბლოკი, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ქვედა ბლოკის შიგთავსი ვერ დაიკავებს იმ ადგილს, სადაც ეს ამოვარდნილი ბლოკი იყო სიბრტყეზე. ანუ მხატვრულად რომ ვთქვათ, სივრცეში აწეული ბლოკი ტოვებს ჩრდილს, რომლის გადაკვეთა ქვედა ბლოკის შიგთავს არ შეუძლია. 
შესაბამისი კოდები იხილეთ "დაწვრილებითში"
საიტის შექმნისას ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს ბლოკების მრავალმხრივი განლაგებისათვის წარმოადგენს პოზიცირება. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ბლოკი ნებისმიერ ადგილზე განვალაგოთ როგორც ბრაუზერის მიმართ, ასევე გარე მდებარე (მშობელი) ბლოკის მიმართ. პოზიცირების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აბსოლუტური, რელატიური, ფიქსირებული. 
კოდები იხილეთ "დაწვრილებითში".
საიტის სტილებში თუ არ მივუთითებთ სასურველ შრიფტს, მაშინ საიტის გახსნისას გამოჩნდება ის ფონტი რომელიც ნაგულისხმებია ბრაუზერის "სეტინგებში". იმისათვის რომ სასურველი შრიფტით გაიხსნას საიტი, ჩვენ უნდა ჩავსვათ ეს შრიფტი საიტის სტილებში. არსებობს რამდენიმე გზა. იხილეთ "დაწვრილებით"
ეკრანთან ადაპტირებული საიტების გასაკეთებლად გამოიყენება media query.
ხოლო ელემენტების კონტეინერში განსალაგებლად FlexBox ტექნოლოგია.
კოდის ნიმუში დაწვრილებითშია