განვიხილოთ CSS თვისება float, რომლითაც შესაძლებელი ხდება საიტის სტრუქტურის შექმნა ბლოკების საშუალებით.
მანამდე შეგახსენებთ, რომ ბრაუზერი html კოდებს კითხულობს ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. ის განსაზღვრავს თითოეული ელემენტის სტილს და წარმოაჩენს ვიზუალურად. როგორც ვიცით ბლოკები განლაგებულია თანმიმდევრულად, ერთმანეთის ქვემოთ, მიუხედავად მათი ზომებისა. ანუ თუ ბლოკის სიგანე მცირეა, მის გვერდით მაინც ვერ განთავსდება სხვა ბლოკი, რადგან მას მთელ სიგანეზე დაკავებული აქვს სივრცე.
რომელიმე ბლოკისთვის float-ის მინიჭებით ის (ბლოკი), თითქოს ამოვარდება სიბრტყიდან, აიწევს მაღლა სივრცეში და მის ადგილზე შეცურდება ქვემოთ მდებარე ბლოკი, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ქვედა ბლოკის შიგთავსი ვერ დაიკავებს იმ ადგილს, სადაც ეს ამოვარდნილი ბლოკი იყო სიბრტყეზე. ანუ მხატვრულად რომ ვთქვათ, სივრცეში აწეული ბლოკი ტოვებს ჩრდილს, რომლის გადაკვეთა ქვედა ბლოკის შიგთავს არ შეუძლია. 
შესაბამისი კოდები იხილეთ "დაწვრილებითში"